XXI-ე საუკუნე თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ეს არის დრო, როცა ჩვენი ცხოვრება უშუალო კავშირშია ციფრულ ტექნოლოგიასთან, სოციალურ ქსელებთან. ტექნოლოგიების განვითარებამ დიდი გარდატეხვა მოახდინა მსოფლიო მაშტაბით განვითარებისკენ გდადადგმული დიდი ნაბიჯით. დღევანდელ სამყაროში, ნებისმიერი
საქმიანობის სფერო, განათლება, ბიზნესი, თუნდაც ადამიანური ურთიერთობები, ყველაფერი ტექნოლოგიებზე გადის. ტექნოლოგიებმა შეცვალეს ადამიანის მსოფლხედველობა. ისინი მოქმედებენ ჩვენს მეხსიერებაზე, ყურადღებაზე, დიდ ზეგავლენას ახდენენ როგორც ბავშვებზე, ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანზე.

ყოველდღიურად უამრავი ადამიანი კარგავს უძვირფასეს დროს სხვადასხვა ინტერნეტ-საიტებზე, ბლოგებზე, სოციალურ ქსელებში. დღეს არავის უკვირს Facebook-ი, რომელზეც თითქმის ნახევარი მსოფლიოა დარეგისტრირებული, მეტი თუ არა. თუმცა ფაქტია, ადამიანური ურთიერთობები ვირტუალური სამყაროს მიღმა რჩება. ვერ ვაცნობიერებთ ბოლომდე ყოველდღიურად რამდენ დროს ვკარგავთ, როგორ გვითრევს და თავისკენ გვიზიდავს ეს ყველაფერი. რამდენად დავშორდით გარე სამყაროს და როგორ ნელ-ნელა გვაკარგვინებს იმ დროს, რომელიც არასოდეს დაბრუნდება.
რა ემართება „ცოცხალ“ ურთიერთობებს?! რატომ ურჩევნია მასას ინტერნეტის მეშვეობით ისაუბროს უფრო მეტი და უფრო გახსნილი იყოს, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში?!
პასუხი ნათელია, სწორედ ვირტუალუბა ანიჭებს ადამიანებს მეტი თავისუფლების შეგრძნებას და ისინი სოც. მედიაში ახალ თვისებებს ავლენენ, ან უბრალოდ ისეთ რამეზე საუბრობენ, რაზეც ცხოვრებაში საუბარი გაუჭირდებოდათ. სოციალური ქსელი ადამიანს საშუალებას აძლევს თითქმის იდეალური სახით წარმოაჩინოს საკუთარი თავი. შეიქმნას ის იმიჯი, რაც მას სურს. ჰქონდეს უფრო მეტი თავისუფლება, მეტი შემოქმედებითობა, თუნდაც თამაშის ელემენტები, რომელიც ეხმარება დაიმკვიდროს თავი ვირტუალურ საზოგადოებაში, მაშინ როცა რეალურ ცხოვრებაში სრულიად სხვა ადამიანი იყოს. ალბათ ეს არის პიროვნულ თვისებებთან მიმართებაში სოციალური მედიის და ვირტუალური სამყაროს მთავარი გზავნილი.

No comments:
Post a Comment